ფიჯისთან ტესტ-მატჩამდე „ბორჯღალოსნებმა“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს

04 ივლისი 2024, 11:26 439 ნახვა

ხვალ, ბათუმში  „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ფიჯის დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა, საქართველო კი მე-13 ადგილს იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ მეტოქე იაპონიას, რომელიც მე-12 ადგილზეა, გადაასწრებს.

„ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებს სულ შვიდჯერ დაუპირისპირდნენ. ამათგან ერთი შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა, ერთიც ფრედ, ხუთში კი დავმარცხდით.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნები ისტორიაში მეორედ ითამაშებენ. პირველად 2022 წლის ზაფხულში იტალიას ვუმასპინძლეთ და ტიერ1-ის გუნდთან პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. საქართველოსა და ფიჯის მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში