საპროკურორო საბჭოს სხდომა

04 ივლისი 2024, 17:54 503 ნახვა

გენერალური პროკურორის პოზიციაზე საპროკურორო საბჭოში დღეს ორ კანდიდატს მოუსმინეს. გენერალური პროკურორობის მსურველებმა დავით ბარბაქაძემ და ვიქტორ ახალბედაშვილმა საბჭოს წევრებს საკუთარი ხედვები წარუდგინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. მათ შორის კითხვები იყო კანაფის ლეგალიზაციასთან, ადამიანის უფლებებთან, ფემიციდის შემთხვევებთან და პროკურატურაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა. გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში