საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება

05 ივლისი 2024, 10:08 387 ნახვა

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება. გასაუბრების პროცესი ერთ საათში განახლდება. გენერალური პროკურორის ვაკანტური პოზიციის დაკავების სურვილი, თერთმეტმა იურისტმა გამოთქვა, მათ შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი.

გასაუბრების პროცესის შემდეგ საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს და საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად  წარუდგენს.  გუშინ გასაუბრება ვიქტორ ახალბედაშვილთან და დავით ბარბაქაძესთან გაიმართა, ორივე მათგანი ადვოკატია, თუმცა ახალბედაშვილს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში