საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის მიღმა დარჩა

05 ივლისი 2024, 09:09 295 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ფილიპინებთან გამართა.

ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ქართველებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს - 96:94, თუმცა ნახევარფინალში ვერ გავიდნენ. ჩვენს გუნდს ფილიპინებთან 19-ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით ლატვია გავიდოდა, მეორეთი – საქართველო.

საბოლოოდ ჯგუფი სამივე გუნდმა თითო მოგებით დაასრულა, ბურთების უკეთესი სხვაობით კი პირველ ადგილზე ლატვია გავიდა, მეორეზე – ფილიპინები, მესამეზე – საქართველო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში