ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავა

05 ივლისი 2024, 10:00 367 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტის შემდეგ შესაძლოა დღეს მოსკოვს ეწვიოს და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს.

ვიქტორ ორბანის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორბანის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოხატა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს უფლება რუსეთთან მოლაპარაკება ევროკავშირის სახელით გამართოს.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, პრემიერი ორბანი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში