დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს

05 ივლისი 2024, 09:01 299 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს. თემთა პალატაში 410 მანდატს მოიპოვებენ, კონსერვატიული პარტია კი 131-ს.

პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიის დამარცხება უკვე აღიარა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს გამარჯვება მიულოცა.

დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იქნება. ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 14 წლის განმავლობაში ლეიბორისტული პარტია მუდმივად ოპოზიციაში იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში