გენერალური პროკურორის შესარჩევი პროცესი

05 ივლისი 2024, 11:05 351 ნახვა

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება. გასაუბრების პროცესი ერთ საათის წინ განახლდა. ამ წუთებში საბჭოს წევრები ლალი ბუნტერს უსმენენ. იგი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია “საქართველოს’’ მიერ არის წარდგენილი. ის 2000 წლიდან საადვოკატო საქმიანობას ეწევა სხვადსხვა ორგანიზაციაში.

კანდიდატმა თავის გამოსვლაში იმ მოტივაციაზე ისაუბრა, რის გამოც გადაწყვიტა პროკურორობა. მისი თქმით, ეს სახელმწიფო ინსტიტუტი არ არის სათანადოდ ქმედითი და დამოუკიდებელი და სწორედ ამის მიღწევას შეეცდება არჩევის შემთხვევაში. გენერალური პროკურორის ვაკანტური პოზიციის დაკავების სურვილი თერთმეტმა იურისტმა გამოთქვა, მათ შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი.

გასაუბრების პროცესის შემდეგ საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს და საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად  წარუდგენს.  გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში