უცნობია როდის განაახლებს მუშაობას თაგოს საბაგირო

05 ივლისი 2024, 14:08 617 ნახვა

უცნობია როდის განაახლებს მუშაობას ხულო-თაგოს დამაკავშირებელი ბაგირგზა. აიპი ხულოს ბაგირგზა საკრებულოს თანხმობის საფუძველზე ერთი თვის წინ გაუქმდა. გადაწყვეტილება მერიაში იმ მოტივით მიიღეს, რომ ჩამოყალიბდა შპს ,,ხულოს ტრანსპორტი’’, რომლის შემადგენლობაშიც გადავა ბაგირგზა რეაბილიტაციის  შემდეგ. მოსახლეობა ამ ეტაპზე შემოვლითი გზით სარგებლობს, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება.

საკითხთან დაკავშირებით ხულოს მერიაში მხოლოდ წერილობითი განმარტება გააკეთეს, რომელშიც აღნიშნულია,რომ ,,ხულო-თაგოს ბაგირგზას ჩაუტარდა ინსპექტირება, ექსპერტის დასკვნით აღმოჩნდა დაზიანებები, რისთვისაც საჭიროა მასშტაბური რეაბილიტაცია.

გამომდინარე აქედან, ბაგირგზის მუშაობის გაგრძელება არ იყო რეკომენდირებული, რის გამოც შეჩერდა მისი მუშაობის პროცესი. 

ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა,  შემდეგ გამოიყოფა საჭირო თანხა და ბიუჯეტი და მოხდება ბაგირის რეაბილიტაცია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში