პეტიცია შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ამოქმედების შესახებ 

05 ივლისი 2024, 14:10 824 ნახვა

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების" პროგრამის ამოქმედებას ითხოვენ ქობულეთში, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია, "საორსამ" მოამზადა.

საერთო ჯამში 677 პირის ხელმოწერაა საჭირო, რომელიც შემდგომ საკრებულოს სხდომაზე განიხილება.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ მათი შვილებისთვის აუცილებელია სხვადასხვა კურორტზე, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება, რისი ფინანსური რესურსი არ აქვთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში