ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა - ტურიზმის დეპარტამენტი

05 ივლისი 2024, 16:31 398 ნახვა

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

"თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:

  • ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები
  • მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი,
  • სერვის +
  • სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები
  • აპარტოტელების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
  • დიდი ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
  • მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
  • სპიკერების ტრენინგი თემა: თვითშეფასება და თვითმოტივაცია
  • სპიკერების ტრენინგი თემა: წარმატებული გაყიდვები
  • სპიკერების ტრენინგი თემა: ქალაქი, როგორც ბრენდი

გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge - ზე უნდა გაიარონ",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში