გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი

05 ივლისი 2024, 17:55 477 ნახვა

ვინ გახდება გენერალური პროკურორი?  საპროკურორო საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.  თავისი ხედვები კომისიას წარუდგინა  დარეჯან ბუცხრიკიძემ. მანამდე კი საბჭოს წევრებმა ლალი ბუნტურს მოუსმინეს.  იგი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია “საქართველოს მიერ არის წარდგენილი.

ის 2000 წლიდან საადვოკატო საქმიანობას ეწევა სხავადასხვა ორგანიზაციაში. გასაუბრების პროცესის შემდეგ საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან სამს შეარჩევს და საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად  წარუდგენს.  გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში