აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

02 აპრილი 2017, 00:00 2686 ნახვა

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმში მცხოვრები აუტისტურის სპექტრის მქონე მოზარდებისთვის ღონისძიებები მოეწყო. პატარებმა ბათუმის აკვარიუმი დაათვალიერეს და მესამე საჯარო სკოლასთან კედელი მოხატეს. სიმბოლურად დატოვეს ასევე საკუთარი ხელის ანაბეჭდები. აქციაში რომლის მიზანიც აუტისტურ დარღვებზე ცნობნადობის ამაღლებაა, ქალაქის მერიც მონაწილეობდა. ღონისძიებების გარდა წელს პირველად, ბათუმის მერია აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის ქცევითი რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. ქცევით თერაპიას საპილოტე პროგრამით ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარი გადის. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანი საზოგადეობის ინფორმირებაა. 

ამავე კატეგორიაში