ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

06 ივლისი 2024, 12:00 306 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ლიდერებმა ერებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ბაიდენმა და კირ სრამერმა ასევე მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზადაა გააღრმაოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან საერთო ინტერესების მრავალ სფეროში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში