საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია

07 ივლისი 2024, 10:14 363 ნახვა

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს არის პირველი არჩევნები, რომელში გამარჯვებისა და საფრანგეთის მთავრობის ფორმირების შანსი, მარინ ლე  პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ გაერთიანებას” აქვს.

გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.

ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში