მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება - იენს სტოლტენბერგი

07 ივლისი 2024, 10:43 347 ნახვა

მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება, - ამის შესახებ ნატოს მიმდინარე გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ის კმაყოფილია, რომ ნატო-მ შეძლო ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.

“მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში, ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა, რომელსაც ნატო-ში მოიტანს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მოქმედი გენერალური მდივნის თქმით, ის არ ელოდა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა ათ წელს გაგრძელდებოდა.

ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, ოფიციალურად, 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს გახდება, როდესაც სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში