უეფა-ს მიერ ფეხბურთელ მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო - ერდოღანი

07 ივლისი 2024, 15:33 428 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ "უეფა"-ს მიერ ფეხბურთელ, მერიჰ დემირალის დისკვალიფიკაცია თურქი ერის დასჯა იყო. 

ერდოღანის თქმით,  დემირალის დისკვალიფიკაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ევროპის ჩემპიონატს სერიოზული ზიანი მიაყენა.

„დასავლეთის მიდგომა თურქეთის მიმართ, მენტალიტეტის თვალსაზრისით არ შეცვლილა, განწყობები უცვლელია. სასჯელი, რომელიც მათ დაუწესეს მერიჰ დემირალს, წინასწარ იყო შეთანხმებული. ფაქტობრივად, ეს არის თურქეთის, როგორც ერის დასჯა. საუკეთესო ჯილდო ამისთვის იქნებოდა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ წინაა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. საუკეთესოდ მომზადების შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შურისძიების შანსი“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ეროვნული ნაკრების წევრის, მერიჰ დემირლის დისკავლიფიკაციის გადაწყვეტილება, "უეფა"-მ მას შემდეგ მიიღო, რაც სპორტსმენმა, ნაკრების გამარჯვება ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ მხარდამჭერი ჟესტით აღნიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში