ლევილის ქართული ფესტივალის მეშვიდე კვირა

07 ივლისი 2024, 17:58 382 ნახვა

ქართული ფესტივალის მეშვიდე კვირა საზეიმოდ გაიხსნა ლევილის ისტორიულ მამულში. მაყურებლის წინაშე ფოლკლორის ეროვნული  და  მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდები წარსდგნენ.

ღონისძიება ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბათუმის“ სოლო კონცერტით დასრულდა. სტუმრებმა ნახეს სამტრედიისა და დმანისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“. 

ლევილის ქართული ფესტივალი განაგრძობს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის დაინტერესებას და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე - მონაწილეთა რაოდენობა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში