აბიტურიენტები დღეს გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ

08 ივლისი 2024, 10:03 852 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, აბიტურიენტები დღეს გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ. უცხო ენებიდან აბიტურიენტების უმეტესობა სწორედ ინგლისურ ენას აბარებს.

პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. საგამოცდო პროცესი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს სურს წელს სტუდენტი გახდეს.

დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი, მათ შორის აჭარაში 4, 3 ბათუმში ერთი კი ხულოში. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო ხულოში მოქმედ საგამოცდო ცენტრში. წელს აქ სტუდენტობის მსურველი 136 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში