ინდონეზიაში მეწყერმა მაღაროლები იმსხვერპლა

08 ივლისი 2024, 08:02 329 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა და 18 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ინდონეზიის სულავესის კუნძულზე უკანონო ოქროს მაღაროში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად.

გორონტალოს პროვინციაში სტიქიამ   მაღაროელები და არალეგალური მაღაროს მახლობლად  მაცხოვრებლები იმსხვერპლა.

ინდონეზიის კატასტროფების სააგენტოს განცხადებით, მეწყერმა რამდენიმე სახლი და ერთი ხიდი დააზიანა. მოსახლეობას მოსალოდნელი წვიმის შესახებ აფრთხილებენ და  სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში