ორბანი ჩინეთში ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს

08 ივლისი 2024, 09:15 378 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა. ჩინეთი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ინიციატორია, რომელიც მან მაისში ბრაზილიასთან ერთად წარმოადგინა.

ორბანმა  "სამშვიდობო მისია" დაიწყო მას შემდეგ, რაც უნგრეთი როტაციით  ამ თვის დასაწყისში  ევროკავშირის  თავმჯდომარე გახდა. უნგრეთის ლიდერი  ჩინეთში კიევსა და კრემლში ვიზიტების შემდეგ ჩავიდა.

ორბანი აკრიტიკებს უკრაინის სამხედრო დახმარებას  და არის ევროკავშირის ლიდერი, რომელსაც ყველაზე თბილი ურთიერთობა აქვს სი ძინპინთან და პუტინთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში