„ბათუმის მერიის თასი“ - საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში 

08 ივლისი 2024, 14:05 526 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმის მერიის თასი 2024“, რომელიც საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ორგანიზებით, მერვე წელია ტარდება. წელს ტურნირში 26 ქვეყნის ხუთასამდე მოჭადრაკე მონაწილეობს. შეჯიბრება 8-10-12 და ზედა ასაკის მოჭადრაკეებს შორის ტარდება.

საქართველო ტურნირზე 150 მოჭადრაკითაა წარმოდგენილი, ამათგან 80 კლუბ „ნონას“ წევრია.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ტარდება. დღეს მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

საჭადრაკო ფესტივალი 14 ივლისს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში