ზურიკო დავითაშვილი კარიერას საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონ „სენტ ეტიენში'' გააგრძელებს

08 ივლისი 2024, 15:38 547 ნახვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი კარიერას „სენტ ეტიენში“ გააგრძელებს. "L’Equipe"-ის ინფორმაციით, „ბორდოსა“ და „სენტ ეტიენს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით ''ბორდო'' 23 წლის ქართველში ბონუსების ჩათვლით 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ზურიკო საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტს, კიდევ ერთი წლით განახლების პერსპექტივით გააფორმებს. 

დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობს და 71 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, ხოლო გასულ სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში 8 გოლით და 8 საგოლე პასით გამოირჩა.

საქართველოს ნაკრებში მას 39 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, რომელიც ლიგა 1-ში წელს დაბრუნდა, როდესაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში