რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

09 ივლისი 2024, 13:39 354 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე დრონით თავდასხმის შედეგად.  დილით ბელოგორდის მერმა  ტელეგრამ-არხით გაავრცელა თავდასხმის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა.  ბელგოროდის ოლქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიაა არ მიეწოდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში სამი დრონი გაანადგურა.

დრონებით თავდასხმის შემდეგ როსტოვის ოლქში ელექტროქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა, ვოლგოგრადის ოლქში ხანძარი  გაჩნდა  ნავთობის ბაზაზე.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში