უფასო მგზავრობა გომის მთაზე და სარიჩარში

09 ივლისი 2024, 19:57 433 ნახვა

გომის მთასა და სარიჩარში ქედის მერია უფასო ტრანსპორტირებას ახორციელებს.  11 რეისი სარიჩარის, ხოლო 13 გომის მთის მიმართულებით შესრულდება. კვირაში რამდენიმე უფასო მგზავრობის საშუალება ექნებათ როგორც მოქალაქეებს ასევე ტურისტებსა და ვიზიტორებს. აღნიშნული მთები ქედიდან დიდი დაშორებული მანძილის გათვალისწინებით შეირჩა. პროგრამის მიზანი მგზავრობის ხელშეწყობა, მთების შენარჩუნება და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში