საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

10 ივლისი 2024, 15:08 403 ნახვა

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია. გიორგი გაბიტაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი და დარეჯან ბუცხრიკიძე.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა, დავით ბარბაქაძე – ერთი ხმა, ლალი ბუნტური – 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა, ​ანდრონიკ სარიბეკოვი – ერთი ხმა.

გადაწყვეტილება საბჭოს თორმეტი წევრიდან თერთმეტმა მიიღო, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას. გასაუბრება კანდიდატებთან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საბჭოს წევრები ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სამიდან ერთს შეარჩევენ, რის შემდეგაც კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში