პრეზიდენტმა მამაცობისთვის მალხაზ პარკაძე დააჯილდოვა

10 ივლისი 2024, 20:03 491 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის 27 ივნისს  თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე ორბელიანების სასახლეში პირადად დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში