პამპლონაში ხარების რბოლის დროს 7 ადამიანი დაშავდა

11 ივლისი 2024, 09:38 379 ნახვა

შვიდი ადამიანი დაშავდა ესპანეთის ქალაქ  პამპლონაში, სან ფერმინის ფესტივალზე ხარების  რბოლის  პირველ დღეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ერთ-ერთმა დაშავებულმა დაზიანება თავის არეში  მიიღო. რბოლა  სულ  სამ  წუთს  გაგრძელდა.

სან ფერმინის ფესტივალი  ყოველწლიურად 6-დან 14 ივლისამდე იმართება.

რბოლების დროს ხარები ადამიანებთან ერთად სპეციალური მარშრუტით მოძრაობენ, რომელიც არენამდე მიდის, სადაც მოგვიანებით   მათი მონაწილეობით ბრძოლები იმართება. ასეთი ღონისძიებები ინციდენტების გარეშე არ სრულდება.

გასულ წელს  ფესტივალზე  40-მდე ადამიანი დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში