თურქული სამხედრო გემები ბათუმის ნავსადგურში

03 აპრილი 2017, 00:00 4008 ნახვა

ბათუმის ნავსადგურს, მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017" ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan და ფრეგატი TCG Yıldırım შემოვიდნენ. თურქული სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა. შეხვედრას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენერალური კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი დაესწრნენ. რეგიონის პირველმა პირმა ეკიპაჟის წევრებს ბათუმში ვიზიტისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ხვალ მსურველებს გემების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. 5 აპრილს კი, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებაა დაგეგმილი

ამავე კატეგორიაში