უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 103 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

12 ივლისი 2024, 10:16 484 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და დონეცკის ოლქებზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიღუპა 3 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

უკრაინაში გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 103 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

ვაშინგტონში გამართულ ნატოს სამიტზე უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებათა ხელმომწერი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის, შეერთებული შტატების, ნატოს 21 სხვა ქვეყნის ლიდერებმა, ასევე ევროკავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს „უკრაინის კომპაქტს“, მრავალმხრივ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს.

ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე. კანადა 300 მილიონ დოლარს უკრაინელი მფრინავების მომზადებისა და F-16 თვითმფრინავების მოვლისთვის გამოყოფს, ავსტრალიის მთავრობა კი უკრაინისთვის, დამატებით, 250 მილიონი დოლარის დახმარების გაწევას გეგმავს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში