ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

12 ივლისი 2024, 10:37 1975 ნახვა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის, სახურავის გადახურვის დროს მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს არასრულწლოვანი გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში