საპენსიო სააგენტოს აქტივები 5.2 მილიარდ ლარს შეადგენს

13 ივლისი 2024, 10:00 425 ნახვა

საპენსიო სააგენტოს 30 ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 529 000 ადამიანია.

ამავე მონაცემების მიხედვით, საპენსიო აქტივების ღირებულება 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის, დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით, სხვადასხვა კატეგორიის 11,114-მა პირმა ისარგებლა. პენსიის სახით გაიცა 38.9 მლნ ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში