საქართველოს ქალთა ნაკრები ლიდერ ბელარუსთან ბოლო წუთებზე დამარცხდა

13 ივლისი 2024, 12:30 411 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა გუნდმა მატჩი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და, ჯგუფის ლიდერთან კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით 0:2 დამარცხდა. 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ციკლში 7 ქულა დააგროვა და ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-2 ადგილზეა - ეს ქალთა ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.

ირის ანტმანის გუნდი შემდეგ შეხვედრას 16 ივლისს, დრუსკინინკაიში უშუალო კონკურენტთან, ლიეტუვასთან გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში