ირანი აშშ-ის ზეწოლას არ დაემორჩილება - ირანის ახალი პრეზიდენტი

13 ივლისი 2024, 13:00 356 ნახვა

ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლას არასდროს დაემორჩილება.

„შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს რეალობა და ერთხელ და სამუდამოდ შეიგნონ, რომ ირანი არ დაემროჩილება ზეწოლას“, - აცხადებს პეზეშკიანი.

ირანის პრეზიდენტი ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ეს ორი ქვეყანა ირანს გვერდში უდგას, რაც დასაფასებელია.

„ჩინეთი და რუსეთი ჩვენ რთულ დროს თანმიმდევრულად გვიჭერდნენ მხარს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ მეგობრობას. ჩვენი ჩინეთთან 25-წლიანი საგზაო რუკა ერთმანეთისთვის სასარგებლო, ყოვლისმომცველი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე ქვაკუთხედს წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.

მასუდ პეზეშკიანი ევროკავშირთან ურთიერთობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ თეირანი ბრიუსელთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა. პეზეშკიანის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაითავისონ, რომ ირანელები ამაყი ერია, რომლის უფლებების და ღირსების იგნორირება არ შეიძლება.

ირანში 5 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პეზეშკიანმა ხმების 53,6% დააგროვა და გაიმარჯვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში