ომი ახლო აღმოსავლეთში

13 ივლისი 2024, 14:38 330 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების რეიდის შემდეგ, სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა 60 ადამიანის ცხედარი იპოვეს. თავის მხრივ ისრაელს, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალური მომხსენებელი, ანკლავში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს. ფრანჩესკა ალბანეზე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის ზონაში მიმდინარე დანაშაულს ყურადღებას არ აქცევს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, ღაზაში ისრაელის ქმედებებზე სამართლებრივი შედეგების შესახებ გადაწყვეტილებას,  19  ივლისს გამოაცხადებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში