საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებ გრძელდება

13 ივლისი 2024, 20:11 346 ნახვა

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებ გრძელდება. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ივლისის ყოველ შაბათ - კვირას ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეარჩიოს მისთვის სასურველი ლოკაცია, მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება.

ამ დროისთვის იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობს მისაღებად რეგისტრაცია გავლილი აქვს 58 000-მდე ადამიანს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში