მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის, ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის - ჯო ბაიდენი

14 ივლისი 2024, 10:18 318 ნახვა

მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარ სროლას.

როგორც ბაიდენი აცხადებს, ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის.

„მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც მიტინგზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ტრამპი უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი, მძიმე მდგომარეობაშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში