ლევილის ქართული ფესტივალის დასკვნითი კვირის ღონისძიებები დაიწყო

14 ივლისი 2024, 11:58 307 ნახვა

ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის ბოლო კვირას მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება. ფესტივალის სტუმრები გაეცნენ ქართული სპორტის ტრადიციულ სახეობებს.

ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებმა  საჩვენებელი წარმოდგენა გამართეს. სტუმრები დაესწრნენ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „ცისკარი“.

 მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქალთა პირველი პროფესიული მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „სათანაო“, სოფო ხალვაში და ბენდი.   

ღონისძიება დასრულდა საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, კონცერტით, რომელიც ანშლაგით ჩატარდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში