ოკუპანტის მორიგი უკანონო ქმედება

14 ივლისი 2024, 12:14 344 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედება - ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში