სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს

14 ივლისი 2024, 17:08 301 ნახვა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

ჰუა ჩუნინგმა თქვა, რომ ჩინეთი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

„ჩინეთი თვალს ადევნებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიტინგზე სროლის ინციდენტს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში