ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები

15 ივლისი 2024, 13:25 323 ნახვა

ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები „საზღვაო ურთიერთქმედება - 2024“ დაიწყეს - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნები მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და წყალქვეშა სწავლებას- ნათქვამია უწყების განცხადებაში. წვრთნები, სავარაუდოდ, 17 ივლისს დასრულდება.

მანევრების დროს, რომელშიც ჩინეთის საზღვაო ავიაცია მიიღებს მონაწილეობას, განხორციელდება პოტენციური მტრის გემებისა და წყალქვეშა ნავების დაზვერვა და ძებნა. 

სხვადასხვა ტიპის აღმოჩენილ სამიზნეებზე რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის გემები განახორციელებენ სარაკეტო, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს.

ღია ზღვაში ჩატარდება ღონისძიებები  საჰაერო თავდაცვისა და გემების ანტიდივერსიული თავდაცვისთვის.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წყნარ ოკეანეში რუსული და ჩინური გემების ერთობლივი პატრულირება სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში