უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

16 ივლისი 2024, 10:25 444 ნახვა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 110 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება.

მათივე ცნობით, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში "შაჰედის" ტიპის დრონებისა და რაკეტების თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროში. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქზე, შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

აფეთქებების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში. ქალაქის ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეწყვეტილია.

საბრძოლო მოქმედებები აქტიურად გრძელდება დონეცკის მხარესაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში