დღეს ევროპარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს

16 ივლისი 2024, 10:09 393 ნახვა

დღეს ევროპარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს - მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მალტიდან და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ერენე მონტერო ესპანეთიდან.

პირველი კენჭისყრა სტრასბურგში ადგილობრივი დროით 10 საათზე გაიმართება. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ 2022 წელს აირჩიეს და იგი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ბოლო 2 წელია ხელმძღვანელობს.  

ირენე მონტერო ესპანელი პოლიტიკოსია, მემარცხენე პარტიის პოდემოსის წარმომადგენელი და თანადამფუძნებელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში