რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

16 ივლისი 2024, 20:01 363 ნახვა

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქარხანაში, რომელიც  ელექტრო მოწყობილობებს აწარმოებს. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონის გუბერნატორის ალექსეი სმირნოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად  ქარხნის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

ცეცხლი 400 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიას მოედო.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა რუსეთის ოლქებში ღამის განმავლობაში 13 უკრაინული დრონი გაანადგურეს, ყველაზე მეტი - 9 დრონი, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში