ბანგკოკის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში ექვსი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

16 ივლისი 2024, 20:04 442 ნახვა

ბანგკოკის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში ექვსი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს-განცხადება ტაილანდის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილები ვიეტნამელები არიან, ერთი ვიეტნამური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეა. პოლიციამ უარყო ტაილანდის მედიის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ექვსი ადამიანი სროლის შედეგად დაიღუპა.

ბანგკოკში ვიეტნამის საელჩო, პოლიცია და სამედიცინო სამსახური მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. პოლიციას ინციდენტის შესახებ ადგილობრივი დროით  17:30 საათზე შეატყობინეს.  ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასტუმროში სამი კაცი და სამი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.   წინასწარი ვერსიით, ისინი მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა ჯერ დაუდგენელია, ადგილი ჰქონდა  თუ არა მათ განზრახ მოწამვლის მცდელობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში