ევროპარლამენტის საორგანიზაციო ორგანო განიხილავს, თუ როგორ ითანამშრომლებს ინსტიტუტი უნგრეთთან - რობერტა მეცოლა

17 ივლისი 2024, 09:50 328 ნახვა

ევროპარლამენტის საორგანიზაციო ორგანო განიხილავს, თუ როგორ ითანამშრომლებს ინსტიტუტი უნგრეთთან, სანამ ის როტაციის პრინციპით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება - განაცხადა  საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კრიტიკის შემდეგ.

ორბანი გააკრიტიკეს ევროკავშირის  ქვეყნების  ლიდერებმა რუსეთსა და ჩინეთში მისი ბოლოდროინდელი მოულოდნელი ვიზიტების გამო, სადაც  უკრაინაში ომის დასრულების მიზნით თვითგამოცხადებული "სამშვიდობო მისიით" იმყოფებოდა.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პასუხისმგებელია ახალი პოლიტიკისა და კანონების შესახებ ევროკავშირის პარლამენტთან  27 წევრი ქვეყნების შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზებაზე.

ევროპელი დეპუტატების 63-კაციანმა ჯგუფმა  განაცხადა, რომ ორბანმა გამიზნულად აღნიშნა, რომ იგი მოქმედებდა მთელი ევროკავშირის სახელით, როცა  მოსკოვსა და პეკინში იმყოფებოდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში