ევროპის უმაღლესი სასამართლოს დასკვნით, ევროკომისიამ პანდემიის დროს საზოგადოებას საკმარისი წვდომა არ მისცა „კოვიდ-19“-ის ვაქცინების შესყიდვის ხელშეკრულებებზე

17 ივლისი 2024, 13:50 490 ნახვა

უმაღლესი სასამართლოს დასკვნით, ევროკომისიამ პანდემიის დროს საზოგადოებას საკმარისი წვდომა არ მისცა „კოვიდ-19“-ის ვაქცინების შესყიდვის ხელშეკრულებებზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ 2020-2021 წლებში ძალიან ბევრ მსხვილ კონტრაქტს მოაწერა ხელი რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიისგან ვაქცინების მისაღებად.

ევროპარლამენტის დეპუტატებს კონტრაქტების პირობების შესწავლა სურდათ, თუმცა მათ დოკუმენტაციაზე მხოლოდ ნაწილობრიივი წვდომა მისცეს. ხოლო ზოგიერთი დოკუმენტი საერთოდ რედაქტირებული სახით იყო – ევროკომისიამ კი ეს კომერციული ინტერესისა და გადაწყვეტილების პროცესის დაცვით ახსნა.

კანონმდებლებმა შემდგომში საჩივარი შეტანეს. სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიას შეეძლო დეპუტატებისთვის მეტი წვდომა მიეცა ისე, რომ კომერციული ინტერესი არ დაზარალებულიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში