ცვლილებები საგზაო უსაფრთხოების კანონში

03 აპრილი 2017, 00:00 4563 ნახვა

საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მძღოლებისთვის – 4 თვეში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა ამოქმედდება. ასევე, 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა. პროექტი სხვადასხვა დარღვევაზე გარკვეული რაოდენობის ქულის ჩამოკლებას ითვალისწინებს.

პარკირების წესების დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ ჩამოაკლდება. ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის მფლობელს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის გავლა მოუწევს.

საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია ინიციატივა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისა და რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ, რაც პროექტის თავდაპირველი ვარიანტით იყო გათვალისწინებული.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში