სახალხო დამცველის სარჩელი

17 ივლისი 2024, 14:04 478 ნახვა
 

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების, სხვა სასამართლოში მივლინებისა და საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს ასაჩივრებს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით არ არის განსაზღვრული, თუ რა კრიტერიუმებით არჩევენ იმ მოსამართლეს, რომელსაც მივლინებაში უშვებენ, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლე სათანადოდ არ არის ჩართული და ბუნდოვანია მივლინების საფუძველიც.

მოსარჩელის მოსაზრებით ეს ზრდის აღნიშნული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს. სახალხო დამცველი პრობლემას ხედავს იმ ნორმებშიც, რომელიც მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების მექანიზმი წარმოადგენს.

ამის გარდა სარჩელის ავტორის პოზიციით, დისციპლინური გადაცდომის ისეთი სახე, როგორიცაა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, ბუნდოვანია. სადავო ნორმებით სახალხო დამცველის მოსაზრებით, ირღვევა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები. მოპასუხე მხარე პარლამენტია. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში