დღეს საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ნაკრები უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

19 ივლისი 2024, 11:00 614 ნახვა
 

დღეს საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ბათუმში მიმდინარე ევროლიგის B დივიზიონის გათამაშებაში მეორე შეხვედრას გამართავს, სადაც უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ლატვიის ეროვნული ნაკრები დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მოიპოვებს უფლებას 2025 წლიდან A დივიზიონში იასპარეზოს.

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩი დღეს ბათუმის ქვიშის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში