დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო

19 ივლისი 2024, 10:51 442 ნახვა

გარემოსდამცველებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო იპოვეს, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი სოფელ ომალოში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული.  

გარდა ამისა, იქვე იყო უკანონოდ მოპოვებული 15 კუბურ მეტრამდე წიფლის  სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. 

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში